საზოგადოება
შეშფოთებული ვართ ომბუდსმენის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით - აშშ-ს საელჩო
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი
დეგნანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა და ომბუდსმენის სამსახურის
საქმიანობის მიმართ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერა გამოხატა,
- ნათქვამია საქართველოში აშშ-ის
საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და
დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,
დამოუკიდებელი ინსტიტუტია. ჩვენ შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის
ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან
ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას. მოვუწოდებთ პარლამენტს,
კონსტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში და
მხარი დაუჭიროს მის როლს საქართველოში თითოეული მოქალაქის უფლებების
დასაცავად",
გააზიარეთ :