საზოგადოება
გარდაცვლილ ექთანზე - დასკვნა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალების საკითხზე რეგულირების სააგენტო შუალედურ დასკვნას მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებს.
როგორც კი რეგულირების სააგენტო დადებს შუალედურ დასკვნას, მისი ხელმძღვანელი გააკეთებს ამასთან დააკავშირებით კომუნიკაციას. დასკვნა ამ კვირაში იქნება," - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, რეგიონებში მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კლინიკის ხარისხი გაუმჯობესდეს და რეგულირების სააგენტოს მხრიდან მოხდეს უფრო მკაცრი აღრიცხვა ყველა საჭირო დანადგარის, აღჭურვილობისა და მედპერსონალის და ასევე, მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს მედპერსონალის უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე და არა რეანომობილების რაოდენობრივ ზრდაზე.

"ჩვენ ვახორციელებთ არაერთ ქმედებას იმისთვის, რომ თითოეულ რეგიონში იყოს გაცილებით უფრო ძლიერი ჰოსპიტალური სექტორი, რათა ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად არ დასჭირდეთ დედაქალაქში რეანომობილებით ტრანსპორტირება," - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, დგას თუ არა დღის წესრიგში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის დროს ადგილზე რეანიმატოლოგის ყოფნის აუცილებლობა, ტიკარაძემ განმარტა, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ დგას ამის ვალდებულება და შესაბამისად, საქართველოსაც ეს ვალდებულება არ ჰქონდა.
"ჩვენ რამდენჯერმე განვმარტეთ, რომ ის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ვაქცინაციასთან მიმართებაში ჯგუფს აქვს შემუშავებული, წარდგენილი იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში და საერთაშორისო ექსპერტებთან, ასევე, "კოვაქს" პლატფორმაზე. ეს საქართველოს პროტოკოლი იქნა მათი მხრიდანაც მოწონებული.
ეს ასევე ქვეყანას არ ავალდებულებს მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდეს ვაქცინაციის პროცესი, თუმცა გამონაკლისის სახით ეს გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ.
რაც შეეხება ახალციხის "იმედის" კლინიკას, მას გააჩნია ექვს საწოლიანი რეანიმაციული განყოფილება და ეს არ გახლავთ ისეთი სტაციონარი, სადაც არ შეიძლებოდა ვაქცინაციის პროცესი ყოფილიყო. იქ ვაქცინაციის პროცესი კვლავ გაგრძელდება", - განაცხადა ტიკარაძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.