საზოგადოება
2021 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნები დასახელდა - რომელ ადგილზეა საქართველო
2021 წელს მსოფლიო ბედნიერების
ინდექსში საქართველო 108 -ე ადგილზეა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით
ირკვევა რომ საქართველო რეგიონში ბოლო ადგილზეა და მეზობელი ქვეყნები-
რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი უსწრებენ.
ბედნიერების ინდექსს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რამდენიმე
ძირითადი მაჩვენებლით, მათ შორის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა
პროდუქტის მოცულობით, ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობით, სოციალური
მხარდაჭერის სისტემისა და არჩევანის თავისუფლების ხარისხით
ადგენს.
რეიტინგში პირველ ადგილს უკვე მე-4 წელია უცვლელად ფინეთი იკავებს.
ფინეთის გარდა, რეიტინგში ლიდერობენ სხვა სკანდინავიური
ქვეყნებიც.
მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:
• 1. ფინეთი
• 2. ისლანდია
• 3. დანია
• 4. შვეიცარია
• 5. ნიდერლანდები
• 6. შვედეთი
• 7. გერმანია
• 8. ნორვეგია
• 9. ახალი ზელანდია
• 10. ავსტრია
• ბოლო 5 ადგილს კი ისეთი ქვეყნები მოხვდნენ, სადაც საომარი
მოქმედებები და ტერორისტული თავდასხმები ხშირია. ეს ქვეყნებია
ზიმბაბვე (148), რუანდა (147), ბოტსვანა (146) და ლესოთო
(145)
გააზიარეთ :