საგანგაშო სტატისტიკა - 10 404 მოზარდი საქართველოში განათლებას ვერ იღებს
საქართველოში 10 404 ბავშვი
სკოლაში საერთოდ არ დადის და არც განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემის მოსწავლეთა ბაზაშია მათ შესახებ მონაცემები.
- საქართველოს განათლების,
მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნა
„სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის
სახელმწიფო პროგრამა“ და გამოვლინდა, რომ ქვეყანაში, 6-დან 16 წლამდე
10 404 მოზარდს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან
მოსწავლეთა ბაზაში.
სამინისტრომ, UNICEF-ისა და ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით,
შეიმუშავა სპეციალური შეკუმშული სასწავლო გეგმა, რომელიც განათლების
მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს შესაბამის საგანმანათლებლო გარემოს
შესთავაზებს. ამ ეტაპზე ახალი კურიკულუმის პილოტირების პროცესი
მიმდინარეობს სპეციალურად შერჩეულ საჯარო სკოლებში.
შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია იდენტიფიცირებული მოზარდების მშობლებთან,
მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და
ინდივიდუალური შემთხვევების განხილვის შედეგად მოზარდების ჩართვა
ფორმალურ განათლებაში ან მათთვის სპეციალური საგანმანათლებლო
სერვისების შეთავაზება - აცხადებენ სამინისტროში