საზოგადოება
იმედი მაქვს მოვახერხებთ, რომ შეთანხმება შედგეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ - დავით ბაქრაძე
იმედი მაქვს მოვახერხებთ, რომ შეთანხმება შედგეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. გამომდინარე დროში შეზღუდვებიდან ჩვენი ამოცანაა დღეს, დღის ბოლომდე მოხდეს საბოლოო შეთანხმება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"დღეს მოლაპარაკებებში გვქონდა პოზიტიური დინამიკა, მაგრამ შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის. საერთო დოკუმენტი, ევქსპუნქტიანი ჩარჩო-დოკუმენტი შეთანხმებული არ არის. დინამიკა შენარჩუნებული იყო, შეხვედრები დღეს გაგრძელდება, დანიელსონის წასვლამდე კიდევ გვექნება შეხვედრა ამ ოფისში და იმედი მაქვს, ყველა ერთად მოვახერხებთ ბოლომდე მივიყვანოთ პროცესი და გამოსავალი მოვძებნოთ. პროგრესი იყო, დღევანდელი შეხვედრა იყო პოზიტიური შეხვედრა, მსვლელობა შეთანხმების მიღწევისკენ გრძელდება და იმედი მაქვს მოვახერხებთ შეთანხმება შედგეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. გამომდინარე დროში შეზღუდვებიდან ჩვენი ამოცანაა დღეს, დღის ბოლომდე მოხდეს საბოლოო შეთანხმება. შემიძლია მხოლოდ ლოგიკურად ვივარაუდო, რომ ხელისუფლებასთან ერთადაც გაიმართება შეხვედრა, თუმცა ამას წყვეტს ბატონი დანიელსონი. ჯერჯერობით მას ძალიან პროფესიონალურად და სწორად მიყავს მოლაპარაკებების პროცესი, როგორც ის გადაწყვეტს ჩვენ მივყვებით მის დადგენილ პროცედურას. ლოგიკურად ვვარაუდობ, რომ ალბათ ხელისუფლებასთანაც იქნება მოლაპარაკებები", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.