საზოგადოება
კრისტიენ დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ
მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ნაციონალური მოძრაობისა“ და
მასთან ერთად ბლოკში მყოფი პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრას სალომე სამადაშვილსა და აკაკი მინაშვილ ესწრებიან.
შეხვედრაზე იმყოფება "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა
სამნიძე.
ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება კომპრომისის მისაღწევად
კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და მხარეებს შორის შეთანხმება
შედგება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი
კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების
წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს დილიდან შეხვედრა
გაიმართა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერებთან.
დღის განმავლობაში შეხვედრები დაგეგმილია ოპოზიციის
წარმომადგენლებთან. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ
ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან.
გააზიარეთ :