შარლ მიშელის პირადი
წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური გაერთიანება
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერებთან, შეხვედრას
მართავს.
"ქართული ოცნების" მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ პარტიის
თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ
თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი.
მმართველი გუნდის წევრებს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი
არ გაუკეთებიათ.
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს
12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს
პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ
პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან
ერთად.