"ქართული ოცნება" იქნება შედეგზე ორიენტირებული - და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს - ირაკლი ღარიბაშვილი
"ქართული ოცნება" იქნება შედეგზე
ორიენტირებული და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ
მიშელის პირად წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის
დასრულების შემდეგ.
"კიდევ ერთხელ მე მინდა სრული მზაობა გამოვხატო და დავაფიქსირო,
დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, ჩვენი პარტიის სახელით, რომ ჩვენ
ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული, მხარე, რომელიც კონკრეტულ
გადაწყვეტილებებს მიიღებს. და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არაერთხელ
გაგნგვიცხადებია, მათ შორის ოპოზიციასთან არაერთი შეხვედრის დროს", -
თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრამდე კრისტიან დანიელსონმა პირველი
აუდიენცია ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე
ზურაბიშვილთან გამართა.
დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ
მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე
ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. კრისტიან დანიელსონი მედიის
წარმომადგენლებს 13.00 საათზე შეხვდება.