საზოგადოება
საქართველოში არსებულ კრიზისზე მსჯელობისას ევროპარლამენტში ელექტროენერგია გაითიშა
ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ
კრიზისზე მსჯელობისას ელექტროენერგია გაითიშა.
სასესიო დარბაზს დენი რამდენიმე წუთის განმავლობაში არ მიეწოდებოდა,
რის გამოც ევროპარლამენტარების გამოსვლა დროებით შეწყდა.
„არ ვეცდები დავიწყო სერიოზული განცხადებით, რომ ჩემი მოხსენება
საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე იმდენად მნიშვნელოვანია,
ვიღაც ცდილობდა ჩემი სიგნალის ჩახშობას. ჩვენ ეს კრიზისი აღმოვფხვერით
და იმედი მაქვს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსაც დავძლევთ“,
- განაცხადა კუბილიუსმა მას შემდეგ რაც ელექტროენერგიის მიწოდების
შემდეგ ევროპარლამენტში განცხადებების გაკეთების პროცესი
გაგრძელდა.
გააზიარეთ :