მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა - ჯანმო
მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი
ცხოვრების განმავლობაში ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი
გამხდარა და ამ სახის დანაშაულებრივი ქცევა პანდემიის განმავლობაში
კიდევ უფრო გაიზარდა ,
- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაცია (WHO).
ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს ხელი შეუშალონ ძალადობას,
გააუმჯობესონ სერვისები მსხვერპლთათვის და დაძლიონ ეკონომიკური
უთანასწორობა, რაც ხშირად ქალებს შეურაცხმყოფელ ურთიერთობებში ყოფნას
აიძულებს.
”ქალთა მიმართ ძალადობა ენდემურია ყველა ქვეყნისთვის და კულტურისთვის,
რაც ზიანს აყენებს მილიონობით ქალს და მათ ოჯახებს და ეს ვითარება
კიდევ უფრო გამწვავდა COVID-19-ის პანდემიით”, - განაცხადა ჯანმო-ს
გენერალურმა დირექტორმა.
ორგანიზაციის მასშტაბური კვლევის მონაცემებით, 15-დან 50 წლამდე
ქალების ასაკობრივ ჯგუფში 31%, ანუ 852 მილიონი ქალი გამხდარა
ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. კვლევაში გაანალიზებულია
2000-დან 2018 წლამდე პერიოდში არსებული გამოკითხვები და ქვეყნების
მონაცემები. ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ევროპაშია, სადაც ცხოვრების
განმავლობაში ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი 23%
-მდეა.