განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ საარჩევნო რეფორმას - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის სალომე
ზურაბიშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშით დასტურდება,
რომ ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული.
"მივესალმები ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, რომელიც ადასტურებს, რომ
"არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები იყო
დაცული". მე განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ საარჩევნო რეფორმას,
რათა მასში გათვალისწინებული იყოს უახლესი რეკომენდაციები", - წერს
ზურაბიშვილი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.