საზოგადოება
აშშ ღიზიანდება, რომ "ოცნება" ევროატლანტიკურ კურსს სრულად არ მიყვება - რუსეთის დაზვერვის სამსახურის უფროსი
ამერიკის შეერთებული შტატები, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროიდან, საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის მართვას შეეჩვია, - ამის შესახებ რუსეთის დაზვერვის სამსახურის უფროსმა განაცხადა. ინფორმაცია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სერგეი ნარიშკინის განცხადებით, ბოლო დროს ვაშინგტონში "ოცნების" მიმართ უკმაყოფილება იზრდება და თეთრ სახლში გაღიზიანებული არიან იმის გამო, რომ მმართველი პარტიის წევრები სრულად არ ასრულებენ ევროატლანტიკური კურსის დაცვის დირექტივას.

მისივე თქმით, აშშ ოპოზიციის მხარდაჭერითა და მმართველი პარტიის პოზიციების შესუსტებით, საქართველოში, სისტემური სამუშაოს გატარებას აპირებს.

ამერიკა ოფიციალურ თბილისს აგრძნობებინებს, რომ მათი მომავალი ამერიკის მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. ამერიკის მსგავად, ქართულ ოპოზიციას მხარს ვაშინგტონის ევროპელი პარტნიორებიც უჭერენ, - წერია გამოქვეყნებულ სტატიაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.