საზოგადოება
მარტვილის ეპარქიაში ვითარება დაიძაბა
მეუფე სტეფანე მარტვილის ეპარქიიდან პოლიციის კორდონს
გამოჰყავს. როგორც ცნობილია, მეუფე სტეფანე რეზიდენციის მეორე
სართულიდან პირველ სართულზე ჩასვლას ცდილობს და სწორედ ამაში
ეხმარებიან მას სამართალდამცველები.
მრევლი მას გადადგილების საშუალებას არ აძლევს.
ცნობისთვის, მარტვილის ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც
მეუფე სტეფანემ მამაოებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა და
მრევლისა და ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. ამის შემდეგ,
მრევლი შეხვედრის ოთახში შესვლას შეეცადა, რასაც მწვავე დაპირისპირება
მოჰყვა.
აივნის მოაჯირმა სავარაუდოდ სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩაინგრა.
დაშავდნენ ტვ პირველის, ფორმულას, რუსთავი ორისა და მთავარი არხის
ჟურნალისტები.
მეუფე სტეფანე კი მომხდარში ისევ მედიას ადანაშაულებს და
დაშავებულებზე კომენტარს არ აკეთებს.
გააზიარეთ :