აქციის მონაწილეები კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ
„კომენდანტის საათის“ გაუქმების
მოთხოვნით, თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ
ტრანსფარანტები წარწერით: "კომენდანტი=ავტორიტარიზმს", "გაუქმდეს
კომენდანტის საათი",
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები
გამჭვირვალე უნდა იყოს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, „კომენდანტის საათი“ არღვევს
კონსტიტუციით გარანტირებულ - თავისუფალი მიმოსვლის უფლებას.
„კომენდანტის საათის“ პირობებში სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს
ქვეყნის ეკონომიკა". ამბობენ აქციის მონაწილეები.