საზოგადოება
საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება - „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშის - "თავისუფლება მსოფლიოში 2021-ის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება და 100-დან 60 ქულა აქვს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიის ტრაექტორიამ 2012-2013 წლებში გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა, რაც მთავრობის შეცვლას უკავშირდებოდა, თუმცა, ბოლო წლებია ის უკუსვლას განიცდის.

"ოლიგარქიული გავლენა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო პოლიტიზირებულობა არყევს კანონის უზენაესობას. სამოქალაქო თავისუფლებები კი არათანმიმდევრულად არის დაცული. ივნისში პარლამენტმა ახალი შერეული საარჩევნო სისტემა დანერგა, რომელიც შემოდგომაზე ჩატარებულ არჩევნებში განხორციელდა. ახალი სისტემის მიხედვით, ადგილების უმეტესობა ივსება პროპორციული წარმომადგენლობით. ოქტომბრისა და ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" მესამე ვადით გაიმარჯვა, თუმცა საარჩევნო ბრძოლას ზიანი მიადგა ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტებით, ძალადობის შემთხვევებით და მონაცემებში აშკარა შეცდომებით, რამაც ნოემბერში ჩატარებულ მეორე ტურში ოპოზიციის ბოიკოტი განაპირობა. ამომრჩეველთა აქტივობამ ამ ტურში 26 პროცენტი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ", - ნათქვამია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ "ფრიდომ ჰაუსის" გასული წლის ანგარიშში საქართველოს 61 ქულა ჰქონდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.