საზოგადოება
ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება - ირაკლი ღარიბაშვილი

სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში. ვგულისხმობ, პარლამენტის პიკეტირების მცდელობას,

- ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი განცხადებით, კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ იმ პირობით და დათქმით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან.
,,სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში. ვნახეთ, რაოდენ არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება გააგრძელეს მათ. ვგულისხმობ, პარლამენტის პიკეტირების მცდელობას," - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ერთიან პარლამენტში მუშაობა უნდა გახდეს შესაძლებელი.

"შეხვედრაზე განვიხილეთ საკითხები, რომელიც ზოგადად მუსირებს და ოპოზიციური პარტიების მხრიდან განხილვის საგანია. ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა საჯაროდ დავაფიქსირო. პირველი საკითხი შეეხებოდა ნიკა მელიას ციხიდან გამოშვებას, ვთქვი, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ამასთან, ნიკა მელიას ოჯახს და პარტიის წევრებს თუ სურვილი აქვთ, თუ მართლაა მათ ინტერესებში მელიას გამოყვანა, სანამ საქმეზე საბოლოო განაჩენი დადგება, აქვთ სრული შესაძლებლობა რომ ნებისმიერ დროს და დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო. მეორე საკითხი ეხებოდა ჩვენი მხრიდან სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ამაზე ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, ეს მოიცავს კომპლექსურ საკითხებს, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ საარჩევნო რეფორმა. ეს ეხება ადგილობრივ არჩევნებს და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს. მესამე საკითხი იყო ვადამდელი არჩევნები. ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის უცვლელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება. არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ქვეყანაში არ არსებობს.

მე პირადად და ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის პირადი ახირებისა თუ ინტერესების შესაბამისად. თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ გავაგრძელოთ ეს ფორმატი. მე იქ გავეცანი და მოვისმინე მონაწილეების საკმაოდ საღი, კონსტურქციული მოსაზრებები. ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს რომ ვივარაუდო, ეს დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რათა ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.