საზოგადოება
პარლამენტთან სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს
დეპუტატებს პარლამენტში შესვლა სტვენისა და შეძახილების
ფონზე მოუწიათ.
"მონებო, მონებო, გავრილოვის
მონებო!"-ამ შეძახილებით მიმართავენ პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორიაზე შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები
პარლამენტის წევრებს.
პარლამენტთან შეხლა-შემოხლის შემდეგ სამართალდამცველებმა 7 პირი
დააკავეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში პოლიტიკური
და ეკონომიკური კრიზისი შექმნა და არჩევნები გააყალბა.
პარლამენტთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
გააზიარეთ :