ჩუმათელეთი ხუნევის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით,
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების
შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის
საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე,
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
და აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.