მედიის წარმომადგენლები ვახო სანაიას მხარდაჭერას უცხადებენ და ხელისუფლებას მანიფესტით მიმართავენ
მედიისა და სამოქალაქო სექტორის
წარმომადგენლები ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიას,
მასზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტის გამო მხარდაჭერას
უცხადებენ
ისინი მედია გარემოს
გაუმჯობესების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრსა და გადაწყვეტილების მიმღებ
უმაღლესი რანგის პირებს მიმართავენ , რომ შეწყვიტონ აგრესიული
რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების
მიმართ.
„2020 -2021 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან
დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები,
სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი
პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით
პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს, სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა
კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ
შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში
მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს.
მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის
წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო
პოლიტიზირებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს. ჩვენ, მედიისა და
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების
მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს,
უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და
საზოგადოების ინფორმირება; შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების
წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული
საქმეები;