საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1-ელი მარტიდან დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის
რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით
გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, რეგისტრაცია
გაიმართება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.
„1-ელი მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, რეგისტრაცია გაიმართება შემდეგი
გამოცდებისთვის - ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტთა საგრანტო
კონკურსი, საერთო სამაგისტრო გამოცდა, მასწავლებლის საგნის და
პროფესიული უნარების გამოცდა, უფროსი სპეციალური მასწავლებლის
გამოცდა, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წელს
პირველად შესთავაზებს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს და ასევე,
მასწავლებლობის მსურველებს.
რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, ის მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ
იქნება. online.naec.ge არის ვებგვერდი, სადაც უნდა შევიდნენ
აპლიკანტები დასარეგისტრირებლად.
აბიტურიენტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ შეფასებისა და
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ცნობარი
აბიტურიენტებისთვის, რომელსაც ყველა ელოდება. ეს არის ის
უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელსაც აბიტურიენტები დაკვირვებით უნდა
გაეცნონ. ცნობარი ელექტრონული სახით ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული.
მასში მოცემულია ის საგამოცდო პროცედურები, რაც უნდა
გაითვალისწინონ.
გარდა ამისა, იცით, რომ პრაქტიკოსი მასწავლების ნაწილი შარშან იყვნენ
დარეგისტრირებული, მაგრამ მათი გამოცდა გადაიდო. შესაბამისად, ის
მასწავლებლები, ვინც გამოცდაზე იყვნენ დაგისტრირებული, რეგისტრაციას
აღარ საჭიროებენ. მათ აქვთ შესაძლებლობა, შევიდნენ ამ გვერდზე და
შეცვალონ სარეგისტრაციო მონაცემი, მაგალითად, ზოგ მასწავლებელს
შეიძლება სურდეს საგნის შეცვლა. ყველა ინფორმაცია, რაც შეიძლება
მასწავლებლებს და აბიტურიენტებს დასჭირდეთ, ჩვენს ვებგვერდზეა
მოცემული. ეს არის კრებულები, გზამკვლევები და ა. შ.
1-ელი მარტიდან 31 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის პროცესი
აბიტურიენტებისთვის არის პირველი ეტაპი, ვინც ამ პერიოდში წარმატებით
დარეგისტრირდება, შეუძლია 15 აპრილის ჩათვლით გარკვეული ცვლილებები
შეიტანონ. კონკრეტულად ეს ეხება საგნის ცვლილებას ან ენის შეცვლას“, -
განაცხადა გორგოძემ.
გააზიარეთ :