საზოგადოება
მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილს 25 თებერვალს დაკრძალავენ
მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელიდან საქართველოში
ჩამოასვენეს.
საქართველოს კულტურის პალატის
პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი 24
თებერვალს, ანჩისხატის ტაძარში, 15:00 საათიდან გაიმართება.
მომღერალს 25 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს ისრაელში გარდაიცვალა. ზურა დოიჯაშვილი
ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ის ბოლო პერიოდში მართვით
სუნთქვაზე იმყოფებოდა.
გააზიარეთ :