დაპირისპირება საქართველოს პარლამენტთან
რამდენიმე წუთის წინ დაიძაბა
ვითარება საქართველოს პარლამენტთან.
სამოქალაქო აქტივისტები, რომლებსაც პარლამენტის უკან , შესასვლელთან
კარვები ჰქონდათ გაშლილი, შეეცადნენ კარვები პარლამენტის წინ
გადმოეტანათ. მათ ამის უფლება პოლიციამ არ მისცა.
რასაც საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და სამოქალაქო
აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. როგორც სამოქალაქო
აქტივისტები ამბობენ, პოლიციის თანამშრომლებმა დაახლოებით 8 აქტივისტი
დააკავეს.