საზოგადოება
ახალი პლატფორმა, რომელიც ციფრული მარკეტინგის ყველა მიმართულების შესწავლაში დაგეხმარებათ
კამპანიის დაგეგმვისას ციფრული მარკეტინგის მიმართულებების სწორად და თანმიმდევრულად გამოყენება მნიშვნელოვანია.
თუ ბიზნესს არ აქვს ციფრული მარკეტინგის სტრატეგია, იწყება ისეთი პრობლემები, როგორიცაა სამიზნე აუდიტორიაზე ვერგასვლა; პოტენციური მომხმარებლის დაკარგვა და რაც მთავარია, სხვა ბიზნესებისთვის კონკურენციის ვერ გაწევა.
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ამგვარი პრობლემების წინაშე არ აღმოვჩნდეთ?
მნიშვნელოვანია, დეტალურად შევისწავლოთ, რა არის ციფრული მარკეტინგი და რისი გაკეთება შეგვიძლია მისი მეშვეობით. ციფრული მარკეტინგის გამოყენებით, ინტერნეტ სივრცეში პროდუქციის რეკლამირება მინიმალური დანახარჯებით არის შესაძლებელი. სწორად დაგეგმილი კამპანიის შემთხვევაში კი როგორც წესი, შედეგი გარანტირებულია.
საქართველოში მარკეტინგი მუდმივად ვითარდება, იგეგმება არაერთი საინტერესო კამპანია, რასაც ინტერნეტის მომხმარებლები ყოველდღიურად ადევნებენ თვალს, თუმცა ბევრი ბიზნესი ფართო მომხმარებელზე გასვლას მაინც ვერ ახერხებს, რადგან ციფრული მარკეტინგის მიმართულებების ცოდნა მისთვის გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ კი შეიქმნა ახალი ქართული პლატფორმა Digitalnews.ge, რომელზეც დეტალურად, მარტივი ენით არის ახსნილი ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობა და ყველაფერი, რაც მის ინსტრუმენტებს ეხება.
ციფრული მარკეტინგი სხვადასხვა მიმართულების სინთეზია: კონტენტ მარკეტინგი, სოციალური მედია, იმეილ მარკეტინგი, სმს მარკეტინგი, ვიდეო მარკეტინგი, ეფილიეიტ მარკეტინგი და ინფლუენსერ მარკეტინგი. მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანის სწორად გამოყენება ვიცოდეთ. პლატფორმა Digitalnews.ge -ზე კი ყველა მათგანის მნიშვნელობის და გამოყენების წესის შესახებ თითქმის ყველაფერს შეიტყობთ.
პლატფორმა ყოველდღიურ რეჟიმში გვთავაზობს ციფრული მარკეტინგის თანამედროვე ტრენდების შესახებ სტატიებს, სახელმძღვანელოებს, ვიდეო ინსტრუქციებს, რომელიც ბიზნესებს კამპანიის დაგეგმვაში დაეხმარებათ. Digitalnews.ge შექმნილია როგორც მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის, ისე სტარტაპებისთვის.
2020 წელი ბიზნესისთვის სტრესული აღმოჩნდა. მათ უმეტესობას მუშაობის ახალ ფორმატზე გადაწყობა მოუწია. თვითიზოლაციისა და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვების შესაბამისად კი, მარკეტინგულმა კამპანიებმა სოციალურ ქსელებში უფრო მეტად გადაინაცვლა, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ახალმა გამოწვევებმა გააჩინა შესაძლებლობა, რომ მომხმარებელმა, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს ონლაინ ატარებს, გაიცნოს ახალი პროდუქტი, მიიღოს მის შესახებ მეტი ინფორმაცია და არ დაავიწყდეს მის შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად, პლატფორმაზე Digitalnews.ge შეძლებთ, შეისწავლოთ, როდის განათავსოთ კონტენტი სოციალურ მედიაში, როგორ მოამზადოთ საინტერესო ვიდეო, რას მიაქციოთ ყურადღება პოსტის განთავსებისას, როგორ ითანამშრომლოთ ინფლუენსერებთან და ზოგადად, როგორ დაგეგმოთ სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგია.
რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესს განსხვავებული მიდგომა სჭირდება, მაგრამ ტექნიკური ცოდნა და სტრატეგიის დაგეგმვის ძირითადი მექანიზმის შესწავლა უმნიშვნელოვანესია.
პლატფორმაზე თითოეული მიმართულება იმდენად მარტივად არის განმარტებული, რომ ის თანაბრად საინტერესოა როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მარკეტერისთვის. აღსანიშნავია, რომ Digitalnews.ge -ზე განთავსებული მასალები ახალი პროფესიის დაუფლების საშუალებასაც გვაძლევს, პროფესიის, რომელიც დღეს, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.
თუ გსურთ, ძალები მარკეტინგშიც მოსინჯოთ ან უკვე გამოცდილი მარკეტერი ხართ და გინდათ, მუდმივად ადევნოთ თვალი უახლეს ტრენდებს, Digitalnews.ge ამაში ყოველდღიურად დაგეხმარებათ.




Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.