"ნაციონალური მოძრაობის"
ცენტრალურ ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები
მივიდნენ.
როგორც მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, ნიკა მელიასთვის სასამართლოს
მიერ გაცემული განჩინების გადაცემას აპირებენ.
"სასამართლოს მიერ გაცემულია განჩინება და მოვედით ადგილზე", -
განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.
სამართალდამცავებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ
ეძლევათ.
ადგილზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.