სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მეორე მოადგილედ დავით ლომიძე
დანიშნა.ახალი მოადგილე მუშაობას 18 თებერვლიდან შეუდგება.
სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ლომიძე
კურატორობას ადგილობრივი თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურს
გაუწევს.
დავით ლომიძე 2014 წელს იყო ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატი.
მოგვიანებით, 2015 წელს მას შემდეგ, რაც კახა ბერიძემ თანამდებობა
დატოვა, საკრებულოს თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" წევრი დავით
ლომიძე აირჩიეს.