საზოგადოება
მოიხსნება თუ არა შეზღუდვები 22 თებერვლიდან ბაკურიანში
ჯანდაცვის მინისტრს წამოსცდა, რომ ჩვენ ზაფხულს არ გავიმეორებთო. თურმე წინასწარვე სცოდნიათ, რომ წელს ზამთრის კურორტები არ გაიხსნებოდა, - ამის შესახებ "საქართველოს სასტუმროების ფედერაციის" დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა ბიზნეს ასოციაციების მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
10 ბიზნეს ასოციაციის პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვის 7 პუნქტიდან ერთ-ერთი 22 თებერვლიდან მთის კურორტების გახსნას ეხება.
როგორც შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, ყოველდღიურად 20 000 პოტენციურ ტურისტს ვკარგავთ.
"მთის კურორტების დაუყოვნებლივ გახსნა უკვე აუცილებლობაა, რომ რაღაც მინიმალური შემოსავალი მაინც მიიღონ მთის კურორტებმა. სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრს წამოსცდა, რომ ჩვენ ზაფხულს არ გავიმეორებთო, თურმე ეს ყოფილა წინასწარ დაგეგმილი, წინასწარვე სცოდნიათ, რომ წელს არ გაიხსნებოდა მთის კურორტები. ამის ცოდნა მთლიანად კერძო სექტორს სჭირდებოდა იმისთვის, რომ მინიმუმ ადამიანებს ზედმეტი სესხები არ აეღოთ ბანკში ობიექტების რეგულაციების დაცვისთვის მოსამზადებლად. თურმე წინასწარვე სცოდნიათ, რომ წელს ზამთრის კურორტები არ გაიხსნებოდა. ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როდესაც კერძო სექტორს არ აფრთხილებ და შემდეგ აყენებ ფაქტის წინაშე. დღესდღეობით დღეში 20 000 პოტენციურ ტურისტს ვკარგავთ",-აღნიშნა შალავა ალავერდაშვილმა.

10 ბიზნეს ასოციაცია პრემიერ-მინისტრსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს. ბიზნეს ასოციაციების ერთობლივი მიმართვა 7 პუნქტისგან შედგება. მოთხოვნებს შორისაა 22 თებერვლიდან მთის კურორტების გახსნა და სარესტორნო ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც. ამასთან, ბიზნესი "კომენდანტის საათის" ორი საათით გადაწევას და შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვას ითხოვს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.