საზოგადოება
პარლამენტი დღეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე იმსჯელებს
პარტია "ნაციონალური მოძრაობის"
თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების
საკითხზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს.
გენერალური პროკურატურა 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ნიკა
მელიას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, უფრო მკაცრი
ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ
თანხმობის მისაღებად პარლამენტს 12 თებერვალს მიმართა.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ,რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო
იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერენ.
გააზიარეთ :