გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო
გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე
ინტენსიური თოვის და დაბალი
ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც
აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.