ბორჯომში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ამავე სააგენტოს
დირექტორს ბესარიონ სიმონიშვილს,
ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და
ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატს ანტონ ობოლაშვილსა და სამცხე-ჯავახეთის
მხარის სახელმწიფო რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს შორის სამუშაო
შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით
გადაადგილებული ოჯახების საკითხებზე იმსჯელეს და მათი გრძელვადიანი
განსახლების ალტერნატივები განიხილეს.