საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე ისაუბრეს. მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს დეტალურად განუმარტა ის პროცედურები, თუ როგორ მოხდება სოფლის მეურნეობის სექტორში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება.

ეკატერინე ტიკარაძემ გუბერნატორებს პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

„საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. გერმანიის მხრიდან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, პასუხისმგებლობები და რისკები დეტალურადაა გაწერილი და ორივე მხარეზეა გადანაწილებული. სამუშაოს მაძიებლებს გერმანიაში ჩასვლა ერთჯერადად შეეძლებათ, თუმცა ვმუშაობთ, რომ მოხდეს სხვა ტიპის სამუშაოების შემოთავაზებაც. მთავარი საყრდენი თქვენ ხართ და ამ პროცესში რეგიონების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.“ - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე http://workabroad.moh.gov.ge/ გადის.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.