დღეიდან საქართველოში
მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. მუშაობა განაახლა
მეტროპოლიტენმა, ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა.
სავალდებულოა პირბადის ტარება.
ტრანსპორტი არ იმუშავებს შაბათ-კვირას.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ
შორის თბილისში 28 ნოემბრიდან იყო შეწყვეტილი.