ახალი ამბები
200 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 22 თებერვლის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდეთ
დღეის მდგომარეობით, ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში უკვე 4 800
განაცხადია დარეგისტრირებული.
გვინდა აღვნიშნავთ, რომ თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ
შემთხვევაში, თებერვალში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების
სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს
წინა თვის, (იანვრის) განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი
კომპანიების წარმომადგენლებმა, იანვრის თვეში ვერ წარმოადგინეს
განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 22 თებერვლის ჩათვლით
(ვინაიდან 20 თებერვალი არის არასამუშაო დღე), რის შემდეგაც
დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების
უფლებით.
აქვე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია
დისტანციურად, (1 იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით,
6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან
შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში
მიუსვლელად.
დამსაქმებლებმა, ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის
განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით
საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან - 2020 წლის ნოემბრის
ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს,
ხოლო 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ
ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი.
დამსაქმებლების მიერ, კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული
განაცხადის ფორმის, ონლაინ შევსების წესის შესახებ ვიდეო
ინსტრუქცია,
ასევე, გაეცანით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს
გააზიარეთ :