რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში
მთავრობის ადმინისტრაცია შეზღუდვების
შემსუბუქების მორიგ ეტაპთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების
შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.
გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
შეზღუდვების ნაწილი 8 თებერვლიდან, ნაწილი კი 15 თებერვლიდან
იხსნება.
"ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 4%-მდე,
შესაბამისად შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე
იწყება:
ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ
მთელი საქართველოს მასშტაბით -
1. აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის
მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) - გარდა
შაბათ-კვირისა;
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ჯერჯერობით არ
იგეგმება;
2. გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები - გარდა შაბათ-კვირისა;
ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავსა და
ქუთაისშიც, სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით:
1. ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს
კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური
სწავლება);
ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ გაიხსნება
2. კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ -
გარდა შაბათ-კვირისა;
• მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ
დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.
21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა
ძალაში რჩება.
მთავრობამ რიგი შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა
როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, ზომები
შაბათ-კვირას შენარჩუნდება.
• ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად
დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ
ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს
დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით", -
ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.