საზოგადოება
მთავარია ისინი პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები იყვნენ, ხოლო თუ ასე არ არის, ჯობია “პარაზიტი” “პატარა მოკვდეს” - დეკანოზი თადეოზ სარალიძე ბავშვებზე
დეკანოზი თადეოზ სარალიძე ბავშვებზე ამბობს, რომ მთავარია ისინი პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები იყვნენ, ხოლო თუ ასე არ არის, ჯობია "პარაზიტი" "პატარა მოკვდეს". ის ასევე ამბობს, რომ იცნობს ,,ქურდულ სამყაროს" ,,იმ სისტემაში მართლა ვაჟკაცები იყვნენ" აღნიშნა მან ქადაგებისას.

,,მე ვიყავი იმ ბიჭებთან, და კომუნისტებთან ვერ ვმეგობრობდით, კომკავშორელთან რატომ ვიმეგობრებდით, აფერისტები იყვნენ და ამ ქურდულ წრეში გვქონდა... იქ პირველი მოთხოვნილება იყო, ავადმყოფს ნახულობთო? პატიმარს ნახულობთო? რას ლაპარაკობ? რა წილში? რატომ გაყარა სააკიანმა იქიდან ის ქურდები, იცით? ჯერ ერთი, წილს ართმევდნენ, მერე მეორე, სამართალს... ახლა ზოგიერთი რელიგიური ადამიანი არ ამბობს სამართალს, ისინი, ვინც იყვნენ ნამდვილი და ჩაცხრილეს, ამბობდნენ სამართალს. მოიშორეს, გაუშვეს. შენ ვინ გეკითხება? იმას აქვს ის იდეა, თავისი იდეა აქვს, თუ დავაშავებ, დამიჭირე, აგერ ციხეა და ჩამაჯინეო. სად ყრი, რომ ყრი? აქ ორი დიდი რამ ირღვევა - ერთი ის ირღვევა, რომ ადამიანს უფლებას ართმევ, შენ ზეგავლენა არ გაქვს ადამიანებზე და იმათ აქვთ. მართლაც ჰქონდათ იმათ ზეგავლენა ადამიანებზე, ისინი ასწავლიდნენ პატიმრის ნახვას, მშიერის ჭმევას. ქურდი რომ მომკვდარიყო და გასვენებაში მეორე ქურდი არ მისულიყო, დამთავრებული საკითხი იყო. ახლა მღდელი მოკვდა, მე არ ვყოფილვარ იქა. -

ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ. თუ არა და თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, მაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?"

ის მრევლის წინაშე დეზინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ ვაქცინის არგაკეთების შემთხვევაში, პენსიისა და სოციალური დახმარების მოხსნით იმუქრებიან.
"ახლა უკვე მუქარები დაიწყეს, არ გაიკეთებ აცრას, პენსიას მოგიხსნი. ჯერ რა პენსიაა? მათხოვრული პენსია, მომიხსნა და თავი ურტყან კედელზე. სოციალურს მოგიხსნი… მე სოციალური უნდა მჭირდებოდეს? მე პენსია უნდა მჭირდებოდეს, კაცო? მე ინტერვიუც მაქვს მიცემული, რახან ჭიათურის მოქალაქე ვარ და აქ ვემსახურები მაღაროელებს და ამ სისტემას, ამ მოწამლულ ქვეყანას, ათასი ევრო თვეში ერთხელ უნდა ჩამიდონ ჯიბეში. არ დამიმალია მე და მუშას რამდენი მისცეთ, მე ეს არ ვიცი-მეთქი",– ამბობს დეკანოზი თადეოზ სარალიძე.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.