რა შემთხვევაში შეიძლება ამუშავდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი - გახარიას განმარტება
თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი
ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური
ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა
ვისაუბროთ უფრო სწრაფად და
ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც
ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო
საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი დადებითობის
მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქსა თუ ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს,
შესაძლებელი გახდება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილია,
დაჩქარდეს.
„როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში,
ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება
გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს, დავაჩქაროთ.
მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს
უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის
გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების
გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს. ასე
რომ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს
ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ,
მაგრამ რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით
ეკონომიკის სწრაფი აღდგენა,“- განაცხადა გიორგი
გახარიამ.
ბოლო სამი-ოთხი დღეა დადებითობის პროცენტი მერყეობს 4%-სა და 6%
შორის,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების
შემდეგ განაცხადა.