STOP COVID აპლიკაცია გაუქმდა
STOP COVID აპლიკაცია გაუქმდა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ აპლიკაციით სარგებლობით
კონტრაქტის ვადა ამ ეტაპზე ამოიწურა.
უწყების განმარტებით, კონტრაქტი
არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და კორონავირუსის შემცირებული
შემთხვევების გამო აღარ გაგრძელდა.
საქართველოში STOP COVID აპლიკაცია 2020 წლის აპრილის თვეში
ამოქმედდა. აპლიკაცია მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევდა გაეგო, თუ
იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.