1-ელი მარტიდან დაგეგმილია უმაღლესი სასწავლებლების მუშაობის აღდგენა
საკოორდინაციო საბჭოს
გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღების, პროფესიული სასწავლებლების და
უმაღლესი სასწავლებლების მუშაობის აღდგენა ამ ეტაპზე არ
იგეგმება.
ამ შეზღუდვების მოხსნას მთავრობაში
პირველი მარტისთვის ვარაუდობენ.
"საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს
სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1-ელი მარტიდან.
ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე",
- ამბობს მაია ცქიტიშვილი.