ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ახალქალაქი-კარწახის გზაზე
მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო
მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი)
საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა.