საზოგადოება
თამბაქოს პროდუქტი არცერთ სავაჭრო ობიექტში არ უნდა ჩანდეს - „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“
"თამბაქოს კონტროლის ალიანსში" აცხადებენ, რომ ძალიან ბევრ სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმი ხილულად არის განლაგებული და მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ აღსრულდეს ახალი რეგულაცია,
"2021 წლის 1 იანვრიდან "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონით ახალი რეგულაცია ამოქმედდა, აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობა.

რეგულაცია 2017 წლის მაისში, კანონის მე-5 მუხლის, მეორე პუნქტის "ნ" ქვეპუნქტის სახით დამტკიცდა და გულისხმობს თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის (მათ შორის ელ. სიგარეტის, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის ე.წ. აიქოსის და ა.შ.), თამბაქოს აქსესუარის ან მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგების აკრძალვას ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან. დასაშვებია სანთებელას, საფერფლისა და პორტსიგარის განლაგება, თუ მათზე არაა დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება. ასევე, შიდა ხილვადობა არაა აკრძალული აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში, ე.წ. "დუტი ფრი" ზონაში.
აღნიშნული რეგულაციის მიზანია მოზარდების და ახალგაზრდების თამბაქოს ინდუსტრიის მავნე ზეგავლენისგან დაცვა.
საქართველოში, 2016 წელს, 8-12 წლის ბავშვებში, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით გამოიკვეთა, რომ თამბაქოს ნაწარმის დიზაინი განსაკუთრებით მიმზიდველია მოზარდებისთვის და კვების პროდუქტებთან ერთად მათი განთავსება ქმნის ილუზიას, რომ თამბაქოც ერთ-ერთი მათგანი, ანუ აუცილებელი მოხმარების პროდუქტია. ბავშვები დიზაინის საშუალებით იმასაც კი განსაზღვრავენ, თამბაქოს რომელი პროდუქტი რომელი სქესისთვის არის განკუთვნილი.
ცოტა ხნის წინ, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ამ ეფექტური რეგულაციის ძალაში შესვლას ეწინააღმდეგებოდნენ თამბაქოს ინდუსტრია და მათი ფრონტ ჯგუფები. კორონავირუსით გამოწვეული პრობლემებით საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მანიპულირებდნენ, თითქოს ეკონომიკურად კრიზისულ პერიოდში აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება გავლენას მოახდენდა სავაჭრო ობიექტების შემოსავალზე, რაც სრული აბსურდია და შესაბამისად ხელისუფლების არცერთმა შტომ არ გაითვალისწინა.
აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ინდუსტრია სავაჭრო ობიექტებს ყოველთვიურად გარკვეული რაოდენობის თანხას უხდის მათ სივრცეში თამბაქოს სარეალიზაციო თაროების განსათავსებლად. არადა, 2018 წლიდან აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა, შესაბამისად, თუ თამბაქოს ინდუსტრია მისი ნაწარმის რეალიზაციის ხელშეწყობისათვის რომელიმე სავაჭრო ობიექტს ან სავაჭრო ქსელებს ჯერ კიდევ უკანონოდ უხდის რაიმე სახის თანხას, ეს არის დანაშაული, რისი აღკვეთაც შემოსავლების სამსახურის ვალდებულებაა", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თამბაქოს კონტროლის მონიტორინგის ჯგუფმა ამ ეტაპზე, სხვადასხვა სავაჭრო ქსელის ზოგიერთ მაღაზიაში კანონის დარღვევები გამოავლინა და აღნიშნული დარღვევის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა შემოსავლების სამსახურს.
"
ვიმედოვნებთ, შემოსავლების სამსახური თამბაქოს კონტროლის კანონის ამ ნორმის დარღვევის ყველა შემთხვევას გამოავლენს და მომავალ თაობებს მომაკვდინებელი პროდუქტისაგან დაიცავს",-აღნიშნავენ "თამბაქოს კონტროლის ალიანსში"
.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.