საზოგადოება
სკოლებში სასწავლო პროცესის დროულად აღდგენა მნიშვნელოვანია = თამარ გაბუნია
ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში სასწავლო პროცესის დროულად აღდგენა. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მან იმ სკოლებს, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

"დისტანციური სწავლება და შერეული მოდელი ყველგან მუშაობს და ერთი წუთი არ შეფერხებულა ეს პროცესი, მაგრამ საკლასო ოთახში სწავლებას კიდევ თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს, ამდენად, იმ სკოლებში, სადაც დღეს აღდგა საკლასო ოთახში სწავლება, მთავარია ის, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა და სკოლები ამისთვის მომზადებულები არიან. რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს, პირბადე დღეს არის მაინც მთავარი ინსტრუმენტი და დღეს მივიღეთ ჩვენ კიდევ ერთხელ პროგნოზი ჯანმრთელობის ინსტიტუტიდან იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდება თუ მოსახლეობის 95% გაიკეთებს ნიღაბს და მართლაც საოცარი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს და სრულად გამოგვიყვანოს ამ ტალღური მიმდინარეობიდან. სკოლაში ეს წესი უნდა დავიცვათ და შემდეგ უკვე, დიდ ქალაქებშიც იმედი გვაქვს, რომ დროულად გვექნება საკლასო ოთახში სწავლების განახლებაზე საუბარი,"- განაცხადა გაბუნიამ.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.