საზოგადოება
ბაკურიანში სასტუმორებს გადასახადებს გადაუვადებენ
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი
აცხადებს, რომ ბაკურიანში მდებარე სასტუმორებს გადაუვადებენ იმ
პერიოდის გადასახადებს, როცა სასტუმორებმა, მთავრობის დაწესებული
შეზღუდვების გამო ვერ იმუშავა.
მთავრობის შეღავათი შეეხება, გუდაურის, გოდერძის და მესტიის
სასტუმროებსაც და მათ 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის გადასახადებს
2021 წლის პირველ ივლისამდე გადაუვადებენ.
"ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის
სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძიზე და მესტიის
მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმროებს, საურავის დარიცხვის გარეშე
გადავუვადოთ, 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო
გადასახადი, 2021 წლის პირველ ივლისამდე. რატომ არის კონკრეტულად ეს
მუნიციპალიტეტები შერჩეული, თქვენ იცით, რომ კონკრეტულად ამ საკურორტო
ზონებში, შევზღუდეთ სასტუმროების მუშაობა, დანარჩენ საქართველოში
შეზღუდული არ არის, ჩვენ პანდემიის გათვალისწინებით და პანდემიის
გავრცელების პრევენციის მიზნით, ტურორისტული ზამთრის კურორტები
გამოვყავით და შევზღუდეთ მათი საქმიანობა, 100–ზე მეტი კომპანია
იქნება ამის ბენეფიციარი" – ამბობს ივანე მაჭავარიანი
გააზიარეთ :