პატრიარქის მდივან-რეფერანტს შორენა თეთრუაშვილს რომელიც
იზოლაციაში იმყოფება PCR ტესტით COVID-19 დაუდასტურდა.
"პირველი საეჭვო დადებითი მოვიდა წუხელ გვიან, დღეს აიღეს დილით PCR
ტესტზე ანალიზი და დღეს 3-ის ნახევრიდან 3-მდე იქნება პასუხი.
ეპიდემიოლოგები შეაფასებენ სიტუაციას და გვეტყვიან სათქმელს", -
ამბობს პატრიარქის პირადი ექიმი, ცისანა შარტავა.