პატრიარქის მდივან-რეფერენტს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა
კორონავირუსით ინფიცირებულთან
კონტაქტის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა
თეთრუაშვილის სიმპტომები გამოუვლინდა, რის შემდეგაც კორონავირუსზე
ტესტი ჩაუტარდა და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.
ინფორმაციას ამის შესახებ
საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს
მეთივე განმარტებით, თეთრუაშვილი ამჟამად თვითიზოლაციაში
იმყოფება.
"მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა
თეთრუაშვილს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.
აღნიშნულის შესახებ გაცნობებთ, რომ შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად
ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ამის
შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად იგი
იზოლაციაშია. მან გაიკეთა Pჩღ ტესტი, რომლის პასუხიც ხვალ იქნება
ცნობილი", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.