ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ
მაკრონმა, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული
მიანიჭა.
საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო
საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი
პრემიერ-მინისტრია.
როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, „წელს ეს ჯილდო, მათ შორის იმ
ადამიანებს გადაეცათ, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს“.
საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur)
საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა.