21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა დღეს არ იმოქმედებს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შობას
აღნიშნავს, რის გამოც, ახალი წლის მსგავსად, ერთი ღამით მოიხსნება
გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები.
6 იანვრის 21 საათიდან 7 იანვრის 21 საათამდე მოქალაქეებს ღამით
გადაადგილების საშუალება ექნებათ, ხოლო 7 იანვრის 21 საათიდან,
შეზღუდვა ისევ ამოქმედდება.
ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება შობის დღესასწაულის გამო მიიღო, თავად
შობა კი წელს განსხვავებული ფორმატით ჩაივლის.
დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე არ მოეწყობა ტრადიციული ალილო,
სამაგიეროდ სასულიერო პირები დედაქალაქის ქუჩებში ჩამოივლიან და
აკურთხებენ, საშობაო მსახურება კი სამებაში 23 საათიდან დაიწყება.
ქვეყანაში 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც
მხოლოდ 1 კვირით (24 დეკემბერი - 2 იანვარი) მცირედით შემსუბუქდა და
სავაჭრო ცენტრები გაიხსნა. 2 იანვრიდან კი ისევ დაკეტა.
ქვეყანაში არ მოძრაობს არც საქალაქთაშორისო და არც საზოგადოებრივი
ტრანსპორტი.
გეგმის მიხედვით, ქვეყანაში შეზღუდვები 16 იანვრიდან მნიშვნელოვნად
უნდა შემსუბუქდეს.