საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 87 წლის გახდა
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო
სააგენტო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების
დღეს ულოცავს და დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უსურვებს
მას.
"დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და
უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქი გამოჩენილი
რელიგიური ლიდერია, რომელსაც აფასებენ და ენდობიან არა მხოლოდ
მართლმადიდებლურ სამყაროში. მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს
უახლეს ისტორიაში და გამაერთიანებელ სიმბოლოდ იქცა. რელიგიის საკითხთა
სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს მის უწმინდესობას
დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სამშობლოს
გამთლიანებას უსურვებს", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ
მილოცვაში.