აშშ-ს მოქმედი და ყოფილი ელჩები საქართველოს ახალ წელს ულოცავენ
14:50 / 31.12.2020
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი
საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს დამდეგ ახალ წელს ულოცავს.
სპეციალურ ვიდეო მიმართვაში მან ყოფილი ელჩები და საელჩოს ყოფილი
თანამშრომლებიც ჩართო.
"ეს წელი მთელ მსოფლიოს გარშემო ბევრი ადამიანისთვის რთული იყო,
გაურკვევლობის, ცვლილებებისა და ძალიან ბევრი დანაკარგის გამო. ასეთ
დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენად ძვირფასია ჩვენი ოჯახი, მეგობრები და
კოლეგები და რამდენად ვაფასებთ ერთად გატარებულ დროს. 2020 წლის
გამოწვევებმა ხელი ვერ შეგვიშალა, გვეპოვა ახალი გზები საქართველოში
ჩვენი მნიშვნელოვანი საქმის გასაგრძელებლად. შთაბეჭდილება მოახდინა
იმან, თუ რამდენი რამის წარმატებით გაკეთება შეგვიძლია ერთად.
COVID-19 ხელს ვერ შეგვიშლის! ამერიკელებმა და ქართველებმა აჩვენეს,
რომ ჩვენ შეგვიძლია და ერთად ვიდგებით, მიუხედავად გამოწვევებისა",-
ამბობს კელი დეგნანი საახალწლო მილოცვაში.
ელჩი აღნიშნავს, რომ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში რაც ის
საქართველოში მუშაობს შეიძინა ახალი მეგობრები, გეცნო ქვეყნის მდიდარ
ისტორიას და ბევრი ლამაზი მოგონება დარჩა. მისი თქმით, კიდევ უფრო
მეტს ამ მხრივ 2021-ში გააკეთებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.