მსახიობი და ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა
გარდაიცვალა მსახიობი, საქართველოს
სახალხო არტისტი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ჯულიეტა
ვაშაყმაძე.
ჯულიეტა ვაშაყმაძე 1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის
სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა.
გადაღებულია კინოფილმებში: "ყვავილი თოვლზე", "თოჯინები იცინიან",
"პაპა გიგია", "არაჩვეულებრივი გამოფენა" და ტელეფილმში "მზე
ჭიქაში".
1958 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიის დიქტორი გახდა, შემდგომში
კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო-პოლიტიკური,
ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური თუ ხელოვნების ამა თუ
იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი.
მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი.