საზოგადოება
მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა - ის კლინიკაშია მოთავსებული
ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მიტროპოლიტ
იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო
კლინიკაშია მოთავსებული.
მეუფეს კვლევები უტარდება და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის შესახებ
სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.
ორი კვირის წინ, ქადაგებაზე
მეუფე იაკობმა თქვა, რომ კორონავირუსი ვერაგია
და ის ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის,
"ვერაგია ეს ვირუსი და ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის, უკვე
ისე ვიყავით გადაგვარებულები. ძლიერი ქვეყნები არავითარ სოლიდარობას
არ გამოხატავენ. ზოგი პირველი და მეორე ხარისხის ქვეყნებია, მაგრამ
ადამიანები ხარისხებად არ იყოფიან და არც ქვეყნები არ იყოფიან. ", -
თქვა მეუფე იაკობმა.
გააზიარეთ :