საზოგადოება
“ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება
“ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. ამის შემდეგ განხილვის პროცესი კომიტეტებში გადაინაცვლებს.
“ამნისტიის შესახებ“ პროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ მოამზადა.

პროექტის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში), 122-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), 123-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით), 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით), 170-ე მუხლის (შრომის დაცვის წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება) პირველი ნაწილით, გარდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა, 197-ე მუხლის (ფალსიფიკაცია) პირველი ნაწილით, 197/1 მუხლით (ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება), 203-ე მუხლის (პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა) პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილებით, 206-ე მუხლით (საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას), 207-ე მუხლით (გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას), 214-ე მუხლის (საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 220/1 მუხლის (გულგრილობა) პირველი ნაწილით, 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვა), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 239-ე მუხლის (ხულიგნობა) პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 240/1 მუხლის (ელექტროან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა) პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის (სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 261-ე მუხლით (ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა, 271-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა) პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება), 273/1 მუხლის (მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება) პირველი-7 ნაწილებით, 274-ე მუხლით (იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება), 281-ე მუხლის (ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 287/1 მუხლის (სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა) პირველი ნაწილით, 300-ე მუხლის (უკანონო თევზჭერა) პირველი და მე-2 ნაწილებით, 301-ე მუხლის (უკანონო ნადირობა) პირველი ნაწილით, 356-ე მუხლის (წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება) პირველი და მე-2 ნაწილებით, 388-ე მუხლის (სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება) პირველი და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის (დეზერტირობა) პირველი ნაწილით ან/და 398-ე მუხლით (სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება ან განადგურება) გათვალისწინებული დანაშაული;

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (ქურდობა) პირველი ნაწილით ან/და 236-ე მუხლის (სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული;

დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის: 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, 126-ე მუხლით (ძალადობა), გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, 219-ე მუხლის (მომხმარებლის მოტყუება) პირველი ნაწილით ან/და 276-ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მე-2 ან მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული;

დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის (თაღლითობა) პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) პირველი ნაწილით ან/და 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ან განადგურება) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული;

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინასისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 208-ე მუხლით (კრედიტის უკანონოდ მიღება) ან/და 211-ე მუხლით (ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაული.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) პირველი-მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული;

უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, უვადო თავისუფლების აღკვეთა გარდაექმნება ვადიან თავისუფლების აღკვეთად და ის სასჯელისაგან გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად მოიხდის თავისუფლების აღკვეთის 20 წელს.

ამნისტიის აქტი გავრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. ამასთან, გათვალისწინებულია იმ ჯარიმებზე ამნისტიის გავრცელებაც, რომელთა ამსახველი სასამართლოს აქტები მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის აღსრულება ამ დროის განმავლობაში არ მომხდარა ან არასრულად მოხდა. ასეთ შემთხვევაში, ამნისტია გავრცელდება ამნისტიის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აღსრულებული. გარდა ამისა, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც გავრცელდება კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

ამ კანონის მოქმედება გავრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.